14:58 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-11 11:51:34, 384 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ნაძალადევის რაიონში N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ ნაძალადევის რაიონში, ლაითურის ქუჩაზე, თბილისის N43 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.  

მისივე თქმით, აღნიშნული საბავშვო ბაღი 14-ჯგუფიანი იქნება და 400 აღსაზრდელს მოემსახურება.
 
„ნაძალადევის რაიონში დავიწყეთ ბაგა-ბაღის შენობის მშენებლობა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. ეს არის N43 საბავშვო ბაღი, რომლის ძველი შენობის დემონტაჟი განვახორცილეთ და ახალი პროექტი დავიწყეთ. აღნიშნული ბაღის აღსაზრდელები დროებით  სხვა ბაღში გადავიყვანეთ. მომავალი წლისთვის პროექტი დასრულებული იქნება და პატარებს ექნებათ შესაძლებლობა, ბაღის ახალი ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა საბავშვო ბაღი იყოს მოწესრიგებული, რეაბილიტირებული, განახლებული; იყოს სისუფთავე, გამართული ინფრასტრუქტურა და ყველანაირი პირობა პატარებისთვის. თითოეულ დეტალს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. გასულ წლებში 15 საბავშვო ბაგა-ბაღის შენობის დემონტაჟი განხორციელდა, მათ ადგილას კი ახალი შენობები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შენდება, რაც საშუალებას გვაძლებს, კიდევ უფრო მეტ ბავშვს მივცეთ სკოლამდელი განათლების მუნიციპალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

მისივე თქმით, მომავალში კიდევ უფრო მეტი საინტერესო პროექტი განხორციელდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics