01:49 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 21:34:45, 1290 ნახვა

პოლიტიკა
გვარამია - მხოლოდ ახალი, არავითარი რიგგარეშე არჩევნები! - ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას

მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ წერს.

როგორც გვარამია აღნიშნავს, „თვითგამოცხადებულ პარლამენტსა და მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ნულოვანი ლეგიტიმაცია უნდა ჰქონდეს“.

„მხოლოდ ახალი ( არავითარი რიგგარეშე) არჩევნები!

მხოლოდ ახალი, მაღალი საერთაშორისო ჩართულობის ადმინისტრაციით!

მხოლოდ სალომე ზურაბიშვილის აღიარება, როგორც საქართველოს ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენლის!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ პარლამენტს ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებულ მთავრობას ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ნულოვანი ლეგიტიმაცია თვითგამოცხადებული პარლამენტის მიერ არჩეულ "პრეზიდენტს" ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ!

ძირს ნიღბიანების დიქტატურა!

დიდება საქართველოს! დიდება თავისუფლებას!“- წერს გვარამია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics