21:49 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-12-09 11:53:18, 840 ნახვა

სამართალი
ნიკა კაციას ადვოკატი - ამოღებული არ ყოფილა მისგან არაფერი - უცნობია, რა ნივთიერებაა გადაგზავნილი ექსპერტიზაზე

ჟურნალისტ ნიკა კაციას ადვოკატი ნინა ლომინაძე აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს პროკურატურა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას ედავება.

როგორც უფლებადამცველი ამბობს, კაციას სამართალდამცავები სახლთან დახვდნენ, მანქანაში გადაისვეს და სხვა ტერიტორიაზე წაიყვანეს, რის შემდეგაც მოხდა მისი ჩხრეკა, თუმცა ჩხრეკის შედეგად არაფერი ამოუღიათ.

მისივე თქმით, უცნობია, ექსპერტიზაზე რა ნივთიერება გადააგზავნეს.

„ნიკას ედავება პროკურატურა ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში. როგორც ჩემთვის გამომძიებლისგან, ასე ვთქვათ, პირადი საუბრისას მითხრა, პირადი ჩხრეკისას იქნა აღმოჩენილი, თუმცა თავად ნიკა უარყოფს აღნიშნულ ფაქტს. ნიკა სახლიდან მიდიოდა აქციაზე მეგობრებთან ერთად. ამ დროს, პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან, ტაქსი ჰქონდა გამოძახებული. შემდგომ შეუცვალეს მიმართულება, გადასვეს სხვა მანქანაში და უკვე გლდანულის მიმართულებით გადაიყვანეს და კონკრეტულად გლდანულის ლოკაციაზე მოხდა მისი პირადი ჩხრეკა... ამოღებული არ ყოფილა მისგან არაფერი, არანაირი მსგავსი ნივთიერება. ჩვენთვის უცნობია, რა ნივთიერებაა გადაგზავნილი ექსპერტიზაზე და რას ელოდება პროკურატურა“,- აცხადებს უფლებადამცველი ნინა ლომინაძე.

შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტი ნიკა კაცია 7 დეკემბერს დააკავეს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics