08:59 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 15:27:27, 537 ნახვა

საზოგადოება
მსჯავრდებულების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქცია ონლაინ მაღაზიის მეშვეობით გაიყიდება

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის ინიციატივით „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულებს მათ მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში წარმოებული პროდუქციისა და ნაკეთობების რეალიზაციის  საშუალება ეძლევათ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, „პატიმრობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებში უკვე დაწყებულია. გუშინ კანონპროექტი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის, დღეს კი - საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განიხილეს.

საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, პატიმრობაში მყოფი პირის მიერ დამზადებული პროდუქცია, რომელიც პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვით და კონტროლით ინდივიდუალურ საქმიანობას ეწევა, ე.წ ონლაინ მაღაზიის გამოყენებით გაიყიდება. რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა კი, მსჯავრდებულების პირად საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხება. მაღაზიის შექმნასა და მისი მუშაობის ორგანიზებას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო უზრუნველყოფს. აღნიშნულ საქმიანობის პირობები და პროდუქციის სახეობები კი, მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება.

პენიტენციურ დაწესებულებებში არაერთი მსჯავრდებული ამზადებს სხვადასხვა ტიპის ნაკეთობებს - მინანქრისა და თექის ნაწარმი, ხის ნაკეთობები და სხვა. აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციის საკითხს „პატიმრობის კოდექსის“ არსებული რედაქცია არ ითვალისწინებდა. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები კი, მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.

საკომიტეტო მოსმენების შემდეგ ცვლილებათა პაკეტს პარლამენტის სხდომაზე უყრიან კენჭს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics