|
2016-03-01 12:56:21, 785 ნახვა
სამართალი
ლია მუხაშავრია: პეტრიაშვილისთვის ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს
იურისტ ლია მუხაშავრიას შეფასებით, "თავისუფალი დემოკრატების" მოთხოვნა, პარტიის გენერალური მდივნისთვის, როგორც დაზარალებულისთვის, ადვოკატის აყვანასთან დაკავშირებით, უნდა დაკმაყოფილდეს. როგორც მუხაშავრიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა, გამოძიებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა საქმეში კითხვები არ დარჩეს: "როდესაც ადამიანს სურვილი აქვს, რომ დაზარალებულის სტატუსის მქონეს ჰყავდეს ადვოკატი, მისი ეს თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტს ძალიან დიდი საზოგადოებრივი გამოხმაურება მოჰყვა და იგულისხმება, რომ ასეთი რანგის პოლიტიკოსის მიმართ თავდასხმა არის ძალიან სახიფათო ფაქტი. ამიტომ, მაქსიმალურად ყველაფერი უნდა გააკეთოს გამოძიებამ, რომ კითხვები არ დარჩეს და მისი ყველა მოთხოვნა შესრულდეს, რომ საზოგადოებას არ გაუჩნდეს შიში, თუ ალექსი პეტრიაშვილს ასე ექცევიან და არ მოხდა მისი უფლებების დაცვა, რიგითმა მოქალაქემ რა უნდა იფიქროს? ",-აღნიშნა ლია მუხაშავრიამ. ცნობისთვის, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, მათი სურვილია, რომ პარტიის გენერალურ მდივანს ალექსი პეტრიაშვილს, როგორც დაზარალებულს, ადვოკატი აუყვანონ. ალასანიას თქმით, ადვოკატი საქმის მიმდინარეობას უკეთესად გაეცნობა. შეგახსენებთ, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მომხდარის შესახებ შეტყობინება გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მოქალაქისგან შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევა საბურთალოს პანთეონის ძმათა სასაფლაოს ტერიტორიაზე მოხდა.
ტრამპმა პირობა დადო, რომ ჰორმუზის სრუტეს აშშ-ის ტერიტორიად გამოაცხადებდა
უკრაინამ „ფლამინგოს“ ტიპის რაკეტა დაარტყა სამარის კოსმოსურ ცენტრს, რომელიც რუსული Starlink-ის ეკვივალენტისთვის რაკეტებს აწარმოებს
სუს-მა დიდი ოდენობით თაღლითობისა და თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს ხუთი და თურქეთის რესპუბლიკის ერთი მოქალაქე დააკავა
სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისა და ძარცვის ბრალდებით 5 არასრულწლოვანი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)