|
2016-03-01 11:46:58, 717 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო
გალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდო „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2016 წელს“ მიიღო. ჟურნალმა Global Finance, მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით, მე-17-ედ გამოავლინა. გალტ & თაგარტი უკვე მეორე წელია, რაც Global Finance -ის მიერ საუკეთესო საინვესტივიო ბანკად სახელდება საქართველოში. აღნიშნული ჯილდო გალტ & თაგარტმა შარშანაც მიიღო. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა. Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 180 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 28 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში.
(R)
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)