00:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-30 06:40:26, 462 ნახვა

პოლიტიკა
სასტიკი ფორმებით სპეცრაზზმა რუსთაველზე აქცია დაარბია

სპეცდანიშნულების რაზმებმა და რობოკოპებმა, "თბილისი მერიოტის" წინ შეკრებილი აქციის მონაწილეები სასტიკი ძალის გამოყენებით დაარბიეს. სპეცრაზმმა გაარღვია ბარიკადები რომელიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ჰწონდათ აღმართული. შემდეგ კი დაიწყეს აქციის მონაწილეთა დევნა და სასტიკი ცემა.

ექსპრესნიუსის" კორესპონდენტის ცნობით, მომიტინგეებს გაუსწორდნენ რუსთაველის თეატრთან, ასევე ოპერის თეართან. პოლიციელებმა დაიწყეს მომიტინგეთა წერტილოვანი დევნა და დაკავება.

უფლებადამცველის ანი სუბელიანის თწმით, აქციის მონაწილეები სპეცრაზმმა სასტიკად სცემა.

"ალყაში მოგვაქციეს, დაგვაჭყლიტეს ერთმანეთზე, გვკლავდნენ, წიხლქვეშ გაგვიგდეს, ვიღაცეები დავიხსენით, ბევრი ვერ. მე პერსონალურად მომვარდნენ და რაღაც მძიმე მესროლეს სახეში. ძლივს გამოვასწარით. დადამ სულ ცოტათი გამასწრო და მშვიდობითაა. ძალიან ცუდად ვართ ყველა, ასეთი ჯოჯოხეთი არასდროს არ გამოგვივლია. უპრეცედენტო სისასტიკემ გადაიარა ჩვენს თავზე" - აცხადებს ანი სუბელიანი.

"ტაბულას" მთავარი რედაქტორის თქმით ეს იყო ყველაზე სასტიკი სადამსჯელო დაგეგმილი ღონისძიება.

"ეს იყო ორგანიზებული მომწყვდევა. შურისძიების მიზნით. გამორჩეული სისასტიკით. ხორცი აჭამეს ნადირს - ათარეშეს ბიჭები საკუთარ ხალხზე. არ ამომივა ყურებიდან პატარა გოგოების კივილი" - განაცხადა მათე სუთიძემ





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics