|
2024-11-28 15:29:58, 4746 ნახვა
ეკონომიკა
დავითაშვილი - ეკონომიკური განვითარების სამთავრობო ხედვა და დეტალური სამოქმედო გეგმა 2028 წლისთვის ქვეყნის რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს
ლევან დავითაშვილმა მე-11 მოწვევის საპარლამენტო გუნდს დღეს მთავრობისთვის გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და სამთავრობო პროგრამის ეკონომიკური ნაწილის რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე ისაუბრა. პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ეს არის ეკონომიკური განვითარების მომავალი ოთხი წლის ხედვა და ძალიან დეტალური სამოქმედო რუკა, გეგმა, რომელიც 2028 წლისთვის ქვეყნის რეალურ ტრანსფორმაციას გულისხმობს. ამასთან, მისი შეფასებით, ასეთი დეტალური და მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა დიდი პასუხისმგებლობის მაჩვენებელია, რომელიც მოიცავს რეფორმებს ეკონომიკის არაერთი მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე კომენტარი გააკეთა გავრცელებულ მოსაზრებაზე, რომ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი ბოლო წლებში და განსაკუთრებით ბოლო წელს დაკავშირებულია მიმდინარე ომთან და გეოპოლიტიკურ ვითარებასთან. მისი განმარტებით, იგივე გეოგრაფიულ არეალში ძალიან ბევრი ქვეყნის ეკონომიკა, რომელთაც უფრო ლიბერალური ურთიერთობა აქვს რუსეთთან, არ იზრდება ისეთივე მაღალი ტემპით, როგორც საქართველოს ეკონომიკა. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, ბევრი შემზღუდავი ფაქტორის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ყველაზე სწრაფად მზარდია არამხოლოდ ევროპაში, სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან მიმართებაში.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)