01:59 - 14 Aug, 2026
|
2016-02-29 13:39:06, 1369 ნახვა
მსოფლიო
გაერო სირიაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანას გეგმავს
სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, გაერო ალყაში მოქცეულ ქალაქებში ჰუმანიტარულ ტვირთს ჩაიტანს. უახლოესი 5 დღის განმავლობაში გაერო, წყლის, საკვების და მედიკამენტების 150 ათასამდე ადამიანისთვის გადაცემას გეგმავს. გაეროში მზად არიან, მარტის ბოლომდე 1 მილიონ 700 ათასამდე ოჯახსაც დაეხმარონ, რომლებიც რთულად მისადგომ რეგიონებში იმყოფებიან. შეგახსენებთ, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელშიც სამთავრობო ძალები, ამბოხებულები და ქურთები მონაწილეობენ, სირიაში 2 დღის წინ შევიდა ძალაში, თუმცა ლოკალური შეტაკებებისა და იერიშების გამო, მხარეები ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)