17:09 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-24 23:02:02, 568 ნახვა

პოლიტიკა
აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე კარვებს შლიან

თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეები კარვებს შლიან.

კარვებთან ერთად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტანილი აქვთ წყალი, საკვები და ღამისთევისთვის საჭირო ნივთები.

მანამდე, პროტესტის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი რესპულიკის მოედნიდან მსვლელობით გადაინაცვლეს. 

მსვლელობაში, მოქალაქეებთან ერთად, ოპოზიციური კოალიციების ლიდერებიც მონაწილეობდნენ.

ისინი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და ხელახალ არჩევნებს მოითხოვენ.

აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენონ, ხვალ კი, გააპროტესტონ მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომა, რომელიც 12:00 საათზე უნდა დაიწყოს. 

აღსანიშნავია, რომ პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობის დროს, მოქალაქეებსა და პოლიციას შორის რამდენჯერმე ვითარება დაიძაბა. დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობდნენ საკანონმდებლო ორგანოს ტერიტორიაზე მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევდა, თუმცა ამის მიუხედავად, ღამისთევისთვის საჭირო ინვენტარით დატვირთულმა რამდენიმე ავტომანქანამ პარლამენტთან მისვლა მაინც შეძლო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics