|
2024-11-22 14:43:59, 857 ნახვა
ეკონომიკა
ხუციშვილი - ADB-ის მიერ ფინანსური რესურსის გამოყოფა საქართველოს ეკონომიკისადმი ნდობის ხარისხზე მიუთითებს
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ფინანსური რესურსის ადგილობრივ ვალუტაში გამოყოფა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან საქართველოს ეკონომიკისადმი მაღალი ნდობის ხარისხზე მიუთითებს და ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის ახალი ეტაპია,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ADB-ის მიერ საქართველოში, პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად, 68.2 მლნ ლარის ოდენობის პირველი სუვერენული სესხის გამოყოფის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ბანკის ეს ნაბიჯი საქართველოს ვალის მართვის სტრატეგიით განსაზღვრულ მიზნებს პასუხობს.
შეგახსენებთ, აზიის განვითარების ბანკმა საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხისა და მასზე წვდომის გაუმჯობესების მხარდასაჭერად დაამტკიცა „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარებისთვის" ქვეპროგრამა-2, რომლის ფარგლებშიც საქართველოსთვის გამოყოფილი იქნება 68.2 მლნ ლარის ოდენობით ფინანსური რესურსი, რომელიც წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)