|
2024-11-19 13:14:01, 364 ნახვა
საზოგადოება
თბილისში კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი სახლის ჩანაცვლების პროექტი მიმდინარეობს
ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების პროექტის ფარგლებში, კიდევ ერთი პროექტი სამგორის რაიონში, კერძოდ ვარკეთილის დასახლების მესამე მასივში, მე-4 კვარტალში ხორციელდება. მალე N6 კორპუსის მობინადრეები იმავე მისამართზე, ახალ საცხოვრებელ სახლში იცხოვრებენ. მიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო. დედაქალაქის მერის თქმით, კონკრეტულ მისამართზე მიმდინარე პროექტი 2026 წელს დასრულდება.
ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე. საცხოვრებელი სახლის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მიმდინარე წლის 21 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან ,,ბკ ქონსთრაქშენთან“. აღნიშნულ მისამართზე, ავარიული 4-სართულიანი სახლის ნაცვლად, აშენდება 10-სართულიანი თანამედროვე სტანდარტების შენობა-ნაგებობა. პირველ სართულზე მოეწყობა 451 კვ.მ კომერციული ფართი, ხოლო მეორე სართულიდან მეათე სართულის ჩათვლით განთავსდება 79 საცხოვრებელი ბინა. 36 სრულად გარემონტებული ბინა გადაეცემათ უძრავი ქონების მესაკუთრეებს, ჯამში: 2234 კვ.მ, ხოლო 43 ბინა მონაწილეობს ნატურით ანგარიშსწორებაში, საერთო ფართით: 2534 კვ.მ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)