|
2024-11-18 09:59:57, 384 ნახვა
საზოგადოება
ვაკის რაიონში ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა
ვაკის რაიონში, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლია განთავსებული, მისი ალტერ ეგოსა და მისი ერთ-ერთი პიესის “აუდიენცია“ პერსონაჟის, ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, დღესვე, ჩეხ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად აღინიშნა მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი - ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავი, რომლითაც ჩეხოსლოვაკიაში მშვიდობიანი გზით დაემხო საბჭოთა რეჟიმი, რამდენიმე წელში კი ჩეხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა. მათივე ინფორმაციით, ვაცლავ ჰაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა. ღონისძიებას ასევე საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ასევე ჩეხური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვაცლავ ჰაველის ალტერ ეგოს - ფერდინანდ ვანეკის სკამის ერთი ნაწილი სიმბოლურად ლუდის კასრის ფორმისაა, რადგან ვაცლავ ჰაველი ერთ დროს ტრუტნოვში, ლუდსახარშ ქარხანაში მუშაობდა. გარდა ამისა, ჰაველის პიესაში "აუდიენცია" ერთ-ერთი სცენის სიუჟეტი სწორედ ლუდსახარშშია განვითარებული. ამ სცენის ორი პერსონაჟიდან ერთ-ერთია ზემოთხსენებული ფერდინანდ ვანეკი. სკამზე ამოტვიფრულია ციტატა ზემოთ ხსენებული პიესიდან: “მე, პრინციპში, ვერ მივიღებ მონაწილეობას ისეთ მოქმედებაში, რომელსაც არ ვეთანხმები“. აღნიშნული სკამი პირველად დეივისში, 2017 წლის 18 დეკემბერს, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წლის შემდეგ, ეროვნული ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობის წინ დაიდგა. ეს ტერიტორია რამდენიმე წუთის სავალზეა Dělostřelecká ქუჩიდან, სადაც ვაცლავ ჰაველი ცხოვრობდა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)