23:52 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-17 14:05:32, 463 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადაში სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რომელთა სასწავლო პროგრამაშია საგანი „სამხედრო საქმე“, სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს.

„სამხედროებმა ახალგაზრდებს სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელი და სამუშაო პირობები გააცნეს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურა, ასევე, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილი სამხედრო შეიარაღება, ტექნიკა და აღჭურვილობა. მოსე ხონელის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სიმულაციურ ოთახში საჩვენებელი სწავლებაც ჩატარდა. დღის ბოლოს კი ახალგაზრდებმა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და ინსტიტუციის მიმართ ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics