|
2024-11-16 18:54:39, 529 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე - საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე დღეს ცესკოში მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში ეხმაურება. „საღებავის შემსხმელზე უფრო დიდი ლაჩარი მისი საქციელის მომწონებელი და შემქებია. ამ სურათის გაზიარება მორალური ტერორი და ძალადობის წახალისებაა. იფიქრეთ სანამ ღილაკს დააჭერთ. ამ ქვეყანაში სოცქსელები ბავშვებსაც აქვთ…", - წერს იუსტიციის მინისტრი. „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა. მომხდარს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის სხვა მონაწილეებს შორისაც მოჰყვა. დაპირისპირება სხდომის დარბაზის გარეთ გაგრძელდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის, დავით კირთაძის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება კირთაძის წინააღმდეგ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)