|
2024-11-15 16:06:24, 1326 ნახვა
რეგიონი
„გასტრო ბათუმს“ კოლეგებთან ერთად საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი ეწვევა
ხვალ, "გასტრო ბათუმზე" მიშლენის ვარკვლავის მქონე რესტორნების შეფები და გასტრონომიის საერთაშორისო ექსპერტები ქართველ კოლეგებთან ერთად ავთენტიკური კულინარიისა და თანამედროვე გასტრონომიის შესახებ ისაუბრებენ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ფორუმის სპიკერებს შორისაა გასტრონომიის ცნობილი ექსპერტები და შეფები საფრანგეთიდან, შვეიცარიიდან და საბერძნეთიდან. "ფორუმის საპატიო სტუმარია მიშლენისა და Gault et Millau-ის, საერთაშორისო გასტრონომიული ექსპერტი სებასტიან რიპარი, რომელიც ფორუმზე XXI საუკუნეში გასტრონომიის განვითარების ისტორიისა და გასტრო-გაიდების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრებს. მას საერთაშორისო ბრენდებთან და შეფებთან თანამშრომლობის 30 წლიანი გამოცდილება აქვს. ფორუმზე შეფებისთვის კონკურსების მნიშვნელობასა და გასტრონომიის განვითარებაზე ისაუბრებს მსოფლიო მასშტაბით აღიარებული კონდიტერი ნიკოლა გეღსიო, რომელიც თავისი დახვეწილი და უნიკალური ნამუშევრებით გამოირჩევა. ის ამჟამად, პარიზის Lutetia Palace-ის აღმასრულებელი კონდიტერი და პარიზის Ferrandi-ს უმაღლეს კულინარიული სკოლის შეფ- ინსტრუქტორია. საინტერესოა ფორუმის კიდევ ერთი სპიკერი, კულინარიის ექსპერტი ბერტრან ვალეჟა, რომელსაც მიშლენის 1* და 2* მფლობელ რესტორნებსა და 5* სასტუმროებთან მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ფორუმის სტუმრებს ხმელთა შუა ზღვის სამზარეულოს ჩამოყალიბების ისტორიისა და მისი განვითარების ძირითად ეტაპების შესახებ გაუზიარებს გამოცდილებას. ვალეჟა "Mandarin Oriental, Costa Navarino"-ს აღმასრულებელი შეფია. გასული წლის მსგავსად, გასტრო ბათუმს წელსაც ეწვევა საფრანგეთის კულინარიისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის უმაღლესი სკოლის FERRANDI Paris- შეფ ინსტრუქტორი სტეფან იაკიჩი და ამავე სკოლის საერთაშორისო პროექტების მენეჯერი ნიკოლოს კალიარდი. ადგილობრივ სპიკერებს შორის იქნებიან ბრენდ შეფი, მანუელ ფაუნდეს ბარანდა, წისქვილი ჯგუფის ბრენდ შეფი ალექსანდრე ნათაძე, სასტუმრო ბიზნესის ექსპერტი მაია წერეთელი, Gault&Millau საქართველოს დამფუძნებელი მია კუპრავა და რესტორანი ოცი-ს შეფ მზარეული და დამფუძნებელი გიორგი ნინუა. გასტრო ფორუმის პირველ დღეს, გარდა ოფიციალური სესიებისა, ასევე იგეგმება გათანამედროვებული აჭარული სამზარეულოს საჩვენებელი კულინარიული მასტერკლასი (6 COURSE მენიუს პრეზენტაცია და დაგემოვნება), რომელსაც ადგილობრივი შეფ-მზარეულები ირაკლი თოდაძე - მულტიფუნქციური სივრცე G17, იურა აგარიანი - რესტორანი ,,რუსთაველი'', დავით თურმანიძე - რესტორანი ,,რუსთაველი', თამარ ბეგიაშვილი - Courtyard By Marriott Batumi და ნინო აგუმბა - Dolci 17 წარმოადგენენ. 17-18 ნოემბერს კი მიშლენის ვარსკვლავის მქონე რესტორნების შეფები ადგილობრივი მზარეულებისთვის ჩაატარებენ თევზის, ხორცისა და კონდიტერიის მასტერკლასებს. ფორუმის ფარგლებში ასევე იგეგმება ვიდეორეცეპტების მომზადებაც. მათი ნახვა მსურველებს serviceajara.ge-ზე შეეძლებათ. ფორუმზე დასწრება ადგილობრივ შეფებს, მზარეულებს, რესტორატორებს და ზოგადად, გასტრონომიულ ტურიზმში ჩართულ პირებს შეუძლია",- ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)