|
2024-11-15 12:40:02, 1018 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენი პერუში ჩავიდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ლათინურ ამერიკაში ექვსდღიანი ვიზიტის ფარგლებში, პერუში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას The Associated Press-ი ავრცელებს. მედიის ცნობით, ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტს დაესწრება. ბაიდენი, ვიზიტის ფარგლებში, ბრაზილიაში "დიდი ოცეულის" სამიტშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 18-19 ნოემბერსაა დაგეგმილი. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტი პირისპირ შეხვედრებს გამართავს მსოფლიო ლიდერებთან, მათ შორის ჩინეთის პრეზიდენტთან სი ძინპინთან, სამხრეთ კორეის პრეზიდენტ იუნ სუკ იოლთან და იაპონიის პრემიერთან, შიგერუ იშიბასთან. თეთრი სახლის ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ ბაიდენის ვიზიტი იქნება არსებითი და ის გამართავს მოლაპარაკებებს კლიმატის, გლობალურ ინფრასტრუქტურის, ნარკოტიკებთან ბრძოლის ძალისხმევასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)