|
2016-02-27 19:05:39, 1049 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ორი ოპერატიული სარდლობა იქნება - დასავლეთის და აღმოსავლეთის
საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა - დასავლეთის და აღმოსავლეთის, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა უშიშროების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ხიდაშელმა აღნიშნა, თავდაცვის სამინისტროში ფუნდამენტური რეფორმა მიმდინარეობს. „ჩვენი ამოცანაა, რომ უფრო მობილური და ბრძოლისუნარიანები ვიყოთ. ნატოს სისტემასთან თავსებადი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები. ბუნებრივია ეს უშიშროების საბჭოსთან განსახილველი საკითხებია. ჯარის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მივიღეთ გადაწყვეტილება და პრეზიდენტი ხელს მოაწერს ბრძანებას, რომლის მიხედავითაც საქართველოში იქნება ორი ოპერატიული სარდლობა - დასავლეთის და აღმოსავლეთის. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შიდა სტრუქტურა თავდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვროს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)