|
2024-11-14 15:20:16, 1188 ნახვა
რეგიონი
ფესტივალი „განდაგანა“ ბათუმში 22-23 ნოემბერს ჩატარდება
22-23 ნოემბერს, ბათუმი სოფლის ტურიზმის ფესტივალს "განდაგანა" უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. დეპარტამენტის ცნობით, ფესტივალი ტრადიციულად საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებულ ევროპის მოედანზე გაიმართება. "ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ ორი დღის განმავლობაში ქალაქიდან გაუსვლელად აჭარულ სოფლებში იმოგზაურონ, დააგემოვნონ აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი კერძები, გაეცნონ აჭარულ ტრადიციებსა და კულტურას. გასული წლის მსგავსად, წელსაც მთავარი აქცენტი აჭარული სამზარეულოსა და ხალხური რეწვის დარგების წარმოჩენაზე გაკეთდება. მოეწყობა სპეციალური კვების კუთხე, სადაც აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელ კერძებს მოამზადებენ, ჩატარდება მასტერკლასები და კულინარიული შეჯიბრებები. ულამაზესი დეკორაციებით გაფორმდება აჭარული რეწვის სივრცეც, რომელსაც წელსაც "გარდენია შევარდნაძე-ს" დამფუძნებელი ზურაბ შევარდნაძე წარმოაჩენს. საშემოდგომო დეკორაციებით გაფორმებული სივრცე მთიანი მუნიციპალიტეტების კულტურის, ტრადიციების, სოფლებში არსებული ავთენტური გარემოს გაცოცხლებასა და მთებში მოგზაურობის წახალისებას შეუწყობს ხელს. ფესტივალის სტუმრების განწყობაზე ადგილობრივ ფოლკლორულ ჯგუფებთან ერთად მოწვეული ბენდები და მუსიკალური შემსრულებლები იზრუნებენ. სოფლის ტურიზმის ფესტივალი "განდგანა" 2015 წლიდან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით იმართება. მისი მიზანი აჭარული სოფლების პოპულარიზაცია, წარმოჩენა და სოფლად ტურისტების მოგზაურობის სტიმულირებაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
აშშ-მ ჩინეთისთვის ირანული ნავთობის მიწოდებაზე სანქციები დააწესა
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)