|
2024-11-14 11:15:01, 389 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა
ღვინის ეროვნული სააგენტოს და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა. ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა.
33-წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან. ქარული ღვინის პოზიციონირება აღნიშნულ ფესტივალზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს, რომ ღვინის სამშობლოდ აღიარებული საქართველო, რომელსაც ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია აქვს, დღესაც ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდება. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)