|
2024-11-14 02:53:08, 443 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ყოფილ დემოკრატ კონგრესმენს, ტულსი გაბარდს დანიშნავს
დონალდ ტრამპი ეროვნული დაზვერვის დირექტორის თანამდებობაზე ყოფილ დემოკრატ კონგრესმენს, ტულსი გაბარდს დანიშნავს. "20 წელიწადზე მეტია, რაც ტულსი ჩვენი ქვეყნისთვის და ყოველი ამერიკელის თავისუფლებისთვის იბრძვის. როგორც დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატობის ნომინანტს, მას მხარდაჭერა ჰქონია ორივე პარტიაში - და ის ახლა ამაყი რესპუბლიკელია! მე მჯერა, რომ ტულსი ჩვენს სადაზვერვო საზოგადოებას უშიშარ სულისკვეთებას მოუტანს, რამაც მისი ბრწყინვალე კარიერა განსაზღვრა, მხარს დაუჭერს ჩვენს კონსტიტუციურ უფლებებს და ძლიერების მეშვეობით მშვიდობას შეინარჩუნებს". - წერია ტრამპის ოფიციალურ განცხადებაში. გაბარდმა დემოკრატიული პარტია 2022 წელს, კონგრესში ჰავაის 8-წლიანი წარმომადგენლობის შემდეგ დატოვა. იგი 2020 წელს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერშიც იღებდა მონაწილეობას, თუმცა პრაიმერის განმავლობაშივე კანდიდატურა მოხსნა. გაბარდი ტრამპს დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ კამალა ჰარისთან 10 სექტემბრის დებატებისთვის მოსამზადებელ პროცესებშიც დაეხმარა. როგორც გამოცემა CNN წერს, გაბარდი იზიარებდა ტრამპის გარკვეულ იზოლაციონისტურ შეხედულებებს, მათ შორის, მოსაზრებას სირიიდან აშშ-ს ჯარების გამოყვანასთან დაკავშირებით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)