|
2024-11-12 12:08:40, 366 ნახვა
საზოგადოება
ქართული ღვინო აშშ-ში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე RAW Wine-ზე იყო წარმოდგენილი
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 8 კომპანია ქალაქ ნიუ-იორკში ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine 2024-ზე (The Artisan Wine Fair) მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოფენა ,RAW Wine, რომლის ორგანიზატორი ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონია, თავს უყრის მაღალი ხარისხის ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. “გამოფენაზე მოსულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინოებს, წარმოების უძველეს ტრადიციებს, ღვინის კულტურასა და ისტორიას. ტრადიციულად, ქართული ღვინის მიმართ დიდი იყო ინტერესი როგორც ღვინის პროფესიონალების, ისე მომხმარებლების მხრიდან. პოტენციური იმპორტიორების მოძიებისა და ექსპორტის ზრდის შესაძლებლობის გათვალისწინებით, ქართული ღვინის წარდგენა აშშ-ში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ამერიკა ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით 2013 წლიდან განხორციელებულმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი აშშ-ში ქართული ღვინის ცნობადობის და ექსპორტის ზრდას. მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 1 მლნ ლიტრზე მეტი ღვინო, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 58%-ით აღემატება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)