|
2016-02-27 12:15:43, 779 ნახვა
ეკონომიკა
The Financial Times: რუსეთს ბალტიისპირეთში ნატო-ს ძალების დამარცხება 60 საათში შეუძლია
რუსეთის მზარდი აგრესიულობის ფონზე, NATO-ს ევროპის აღმოსავლეთის საზღვარის დაცვა არ სეუძლია, - ამის შესახებ ამერიკული გამოცემა The Financial Times -ი, ნატო-ს საექსპერტო ანგარიშზე დაყრდნობით იტყობინება. აღსანიშნავია, რომ ანგარიშის ავტორები ნატო-ს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი იაპ დე ჰოოპ სხეფერი და ევროპაში ნატო-ს ძალების მთავარსარდლის ყოფილი მოადგილე ბრიტანელი გენერალი რიჩარდ შირეფი არიან. როგორც აღნიშნულ დოკუმენტშია ნათქვამი, 2013 წელს რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინაში შეჭრის ფონზე, ევროპის აღმოსავლეთში NATO-ს ძალების გაძლიერების საქმეში საკმარისი პროგრესი არ აღინიშნება. აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ ალიანსს დაფინანსების ქრონიკული უკმარისობისა და შეიარაღებულ ძალებში "კრიტიკული ნაკლებობის" გამო პრობლემები აქვს. ავტორების მოსაზრებით, ნატო-ს საკვანძო წევრებმა თავდაცვითი პოზიციების აღმოსავლეთისკენ გადანაცვლების მიზნით საკმარისი ზომა ვერ მიიღეს. იანვრის ბოლოს კორპორაცია Rand-მა გამოაქვეყნა საექსპერტო ანგარიში, რომლის თანახმადაც, რუსეთს ბალტიისპირეთში ნატო-ს ძალების 60 საათში დაამარცხება და რიგა-ტალინის აიღება შეუძლია.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)