|
2024-11-07 15:48:12, 1234 ნახვა
რეგიონი
შუახევში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა
შუახევში წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, შუახევის საჯარო სკოლების წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძემ, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატებმა - ანზორ ბოლქვაძემ, ფრიდონ ფუტკარაძემ და რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ედუარდ გოგრაჭაძემ გადასცეს. “ომარ ტაკიძემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მადლობა გადაუხადა პედაგოგებსა და მშობლებს, რომლებმაც ახალგაზრდების წარმატებებში თავიანთი წვლილი შეიტანეს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს პროგრამის “ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში წარჩინებულ, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს კომპიუტერები ყოველწლიურად გადაეცემათ. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და სკოლებში ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)