|
2024-11-07 15:28:34, 730 ნახვა
ეკონომიკა
ქარქაშაძე - მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტ ავიაკომპანიას მოვიზიდავთ საქართველოს ავიაბაზარზე და მგზავრთნაკადის მხრივ უფრო მეტი ზრდა გვექნება
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება (UAG) დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიოს უმსხვილეს სამოგზაურო ინდუსტრიასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე - WTM London-ზე პირველად მონაწილეობს. 44 წლის განმავლობაში, WTM London მსოფლიოში მოგზაურობისა და ტურიზმის მიმართულებით ყველაზე გავლენიან ღონისძიებად ითვლება. ყოველწლიურად, 3 დღის მანძილზე, 43 ათასზე მეტ ვიზიტორს საშუალება აქვს გაეცნოს გლობალურ ტურისტულ პროდუქტებს, მათ შორის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ქარქაშაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად, ფორუმის ფარგლებში ერთობლივი შეხვედრები გამართა. შეხვედრები გაიმართა იმ ავიაკომპანიებთან, რომლებიც როგორც ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ ფრენებს იწყებენ, ასევე განიხილებიან პოტენციურ პარტნიორებად უახლოეს მომავალში. ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, British Airways-თან, easyJet-თან და Edelweiss-თან, ასევე, სხვა მსხვილ ევროპულ ავიაკომპანიებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების (UAG) გენერალური დირექტორის განმარტებით, ავიაკომპანიებთან განიხილეს 2025 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონის გეგმები, ისაუბრეს მგზავრთნაკადის ზრდასა და მის შენარჩუნების ტენდენციებზე. ასევე, შეხვედრებზე საუბარი შეეხო მსოფლიოსა და ევროპის ქვეყნებთან საქართველოს დაკავშირებადობის გაუმჯობესების გზებს, ფრენების სიხშირეების გაზრდასა და საქართველოს ბაზრისთვის სრულიად ახალი მიმართულებების დამატებას.
WTM London 2024-ზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სპეციალური სტენდით არის წარმოდგენილი, სადაც ტურიზმის სექტორიდან 21 ქართული კომპანია მონაწილეობს. უმსხვილეს საერთაშორისო გამოფენას ესწრებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი და სამეგრელოს დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია - Samegrelo DMO. 3 დღის განმავლობაში უმსხვილეს საერთაშორისო ღონისძიებაზე ვიზიტორები და გამოფენის მონაწილები წარმოადგენენ სხვადასხვა სექტორის კომპანიებს, რომლებიც სამოგზაურო ინდუსტრიაში ოპერირებენ. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)