|
2024-11-06 15:24:17, 1161 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს
აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მომწოდებლების გამოსავლენად ხმის მიცემა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათი ცნობით, რეგიონში რეგისტრირებულ ყველა ტურისტულ ობიექტზე განთავსებულია QR Code-ი, რომლის მეშვეობითაც ადამიანებს კონკრეტული ობიექტის შეფასება შეუძლიათ. გარდა ონლაინ გამოკითხვისა, გამარჯვებულთა გამოსავლენად გამოიყენება ტურისტების კვლევა (პირისპირი გამოკითხვის მეთოდით), ტურისტული სექტორის გამოკითხვა და Booking.com-ის, Google Map-ის, Trip Adviser-ის, Facebook.com-ის მონაცემები და შეფასებები. გამარჯვებულებს 10 სხვადასხვა ნომინაციაში ტურისტები და აჭარის ტურისტულის სექტორის წარმომადგენლები გამოავლენენ. “დეკემბრის ბოლოს, „მაგნოლია 2024“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე გაირკვევა თუ რომელ განთავსებისა და კვების ობიექტს, გიდს, ტურისტულ სააგენტოსა და ადგილს გააჩნია ტურისტების, მომხმარებლებისა და ტურიზმის სექტორის ყველაზე მაღალი ნდობა და შეფასება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი “მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)