03:24 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-06 12:38:50, 409 ნახვა

მსოფლიო
რუტე - ახლახან დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე

ახლახან ამერიკის შეერტებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა მივულოცე,- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

რუტეს განცხადებით, ტრამპის ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები.

"ახლახან მივულოცე დონალდ ტრამპს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევა. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების გასაღები. მოუთმენლად ველოდები მასთან მუშაობას, რათა მშვიდობა ნატოს მეშვეობით გავაძლიეროთ",- წერს მარკ რუტე.

წინასწარი მონაცემებით, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, „რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ტრამპმა გამარჯვება უკვე იზეიმა და ფლორიდაში მხარდამჭერებს სიტყვით მიმართა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics