|
2024-11-05 11:07:56, 345 ნახვა
საზოგადოება
ახმეტის მუნიციპალიტეტში 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს
ახმეტის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე, 270 ფრთა კოლხური ხოხობი ველურ ბუნებაში გაუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ხოხბების გაშვების პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, ველური ბუნების სააგენროს უფროსი რევაზ ბეჟაშვილი და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური მონაწილეობდა. "ახმეტის მუნიციპალიტეტს კოლხური ხოხბები საჩუქრად ორგანიზაცია "აგრო ქართუმ" გადასცა. აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ველური სახეობის ფაუნის გამრავლების და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ყოველწლიურად, კოლხური ხოხბის, კაკბისა და პორფირიონის (ხონთქრის ქათამი) პოპულაცია იზრდება და მათი ბუნებაში გაშვება ხორციელდება. 2020 წელს, ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოჯიხევში კოლხური ხოხბის საწიწილე მეურნეობა მოეწყო. მეურნეობა მოიცავს ბუნებასთან ინტეგრირებულ ვოლიერებს, საინკუბატორო-საწიწილე ნაგებობებსა და ადმინისტრაციულ შენობას. მეურნეობის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი კოლხური ხოხბის გამრავლებაა",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)