09:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-04 14:10:51, 288 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი დეკანოიძეზე - ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, რომ უკრაინაში პოლიციის ხელფასი მიეღო - მისგან შენიშვნებს ვერ მივიღებ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ბრიფინგზე გამოყენებულ საქართველოს რუკასთან დაკავშირებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ხატია დეკანოიძის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „იმ ადამიანისგან, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობაზე უარი სხვა ქვეყნის  სამსახურში ყოფნის გამო თქვა, შენიშვნას ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით ვერ მიიღებს“. 

„ხატია დეკანოიძეს ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე აქვს უარი ნათქვამი. ეს ქვეყანა ერთხელ უკვე გაყიდა, იმისთვის, რომ პოლიციის ხელფასი მიეღო უკრაინაში. ხატია დეკანოიძისგან ამ ქვეყნის სიყვარულთან დაკავშირებით შენიშვნებს თუ განცხადებებს ვერ მივიღებ. როგორც პასპორტი მოგვაგდო ქართველს ხალხს და წავიდა, რომ უკრაინის პოლიციელის ფორმა ჩაეცვა და იქ ხელფასი აეღო, მიხედოს თავის წარსულს და ვინმეს თუ პრობლემა აქვს ფერების აღქმაში სისულელეა, რა უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნების“ განმარტებით, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის დროს, ერთ-ერთ „სლაიდზე“ გამოსახულ რუკაზე ოკუპირებული ტერიტორიები რუხი ფერით იყო აღნიშნული, რადგან ამ ტერიტორიებზე „ქართულ ოცნებას“ დელეგატები არ ჰყავდა და საპრეზენტაციო ეკრანზე ღია ფერი კამერებში კარგად არ აღიქმებოდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
ცენტრალური სარდლობა: აშშ-ის ძალებმა ჰორმუზის სრუტეში ირანის 10 სამხედრო ობიექტი დაბომბეს
ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა ქუვეითსა და ბაჰრეინში აშშ-ის სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics