02:49 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-11-01 12:32:57, 368 ნახვა

საზოგადოება
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო “ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობას აძლევს, აღმოაჩინონ მცენარეთა სამყარო და ჩაერთონ სხვადასხვა აქტივობაში.

“დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის მცენარეების, საშემოდგომო გვირგვინებისა და ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობაც ექნება.  „ყვავილების გამოფენაზე“ თანამედროვე მხატვრების თემატური ნახატების, ეპოქსიდით შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, საშემოდგომო გვირგვინების, ლენტებით ქარგვისა და თიხით ძერწვის მასტერკლასი გაიმართება.

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში “ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად შემოდგომის პერიოდში ტარდება და ვიზიტორებს ყოველწლიურად განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.

ღონისძიება 12:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics