|
2024-11-01 11:55:15, 1084 ნახვა
რეგიონი
შუახევში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა
შუახევში ახალი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი შუახევის მერმა, ომარ ტაკიძემ, მოადგილე მირიან აბაშიძესთან, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძესთან და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარ დეპუტატ ფრიდონ ფუტკარაძესთან ერთად გახსნა. “ომარ ტაკიძემ შენობა და სამედიცინო აღჭურვილობა დაათვალიერა, გაესაუბრა პერსონალს, პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მათი როლი თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანია. პროექტის ფარგლებში აშენდა ერთსართულიანი კაპიტალური შენობა, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდა და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობაა შექმნილი. მოეწყო ასევე შენობის მიმდებარე ტერიტორია. პროექტი მიზნად ისახავს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)