|
2024-10-30 15:29:13, 991 ნახვა
რეგიონი
შუახევის მუნიციპალიტეტში ბაგა-ბაღი გაიხსნა
შუახევის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, დღვანის ბაღის გახსნის საზეიმო ცერემონიას შუახევის მერი ომარ ტაკიძე, საკრებულოს თავმჯდომარე როსტომ ლორთქიფანიძე და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. “პროექტის ფარგლებში აშენდა კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. კეთილმოეწყო ასევე ბაგა-ბაღის ეზო და სათამაშო მოედანი. მუნიციპალიტეტში 15 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სულ 350-მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)