|
2024-10-30 11:56:53, 523 ნახვა
მსოფლიო
ძლიერი წვიმა და წყალდიდობა ესპანეთში - არიან დაღუპულები, დაკარგულები და მაღალი დონის განგაშია გამოცხადებული
აღმოსავლეთ და სამხრეთ ესპანეთში, ძლიერმა წვიმამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც დაღუპულია რამდენიმე ადამიანი (ზუსტი რაოდენობა უცნობია). ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მთავრობა ავრცელებს. ოფიციალური პირების განცხადებით, სულ მცირე, 7 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება - სატვირთოს მძღოლი ვალენსიის რეგიონში და 6 ადამიანი ქალაქ ლეტურში, აღმოსავლეთ პროვინცია ალბასეტში. "ყურადღებით ვაკვირდები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ ცნობებს და ბოლო საათებში ქარიშხლის შედეგად მიყენებულ ზარალს," - განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა. ესპანეთის საზოგადოებრივ ტელევიზია TVE-სთან ცენტრალური მთავრობის წარმომადგენელმა კასტილა-ლა მანჩაში, მილაგრას ტოლონმა განაცხადა, რომ დაკარგულების მოსაძებნად სასწრაფო დახმარების ჯგუფები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით, ესპანეთის ცენტრალურმა მთავრობამ კრიზისული კომიტეტი შექმნა. სახელმწიფო მეტეოროლოგიურმა სააგენტო AEMET-მა ვალენსიის რეგიონში წითელი განგაში, ანდალუსიის ნაწილებში კი, მეორე ყველაზე მაღალი დონის განგაში გამოაცხადა. მეტეოროლოგების თქმით, წვიმა, სავარაუდოდ, ხუთშაბათამდე გაგრძელდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)