03:28 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 11:19:53, 395 ნახვა

საზოგადოება
1-ელ ნოემბერს ფიზიკურ პირთა ქონების გადასახადის დეკლარაციების წარდგენის ვადა იწურება

1-ელ ნოემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა იწურება. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2024 წლის წლიური (2023 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.

“დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:

https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1

https://bit.ly/3rYddAC

https://bit.ly/3QvR1Hh

https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1106

ვიდეო ინსტრუქცია:

https://www.youtube.com/watch?v=O0VPEQQ61LU

სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის  ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“  ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს  2 299 299

დღეის მონაცემებით, 240 288 ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება უკვე გაეგზავნა შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე“,- ნათქვამია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics