16:07 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-30 10:23:08, 412 ნახვა

მსოფლიო
ჰარისი - ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს

დონალდ ტრამპს პრეზიდენტის თანამდებობა შეუზღუდავი ძალაუფლებისთვის სურს,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა და „დემოკრატიული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა განაცხადა.

როგორც ჰარისმა ვაშინგტონში შეკრებილ მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა 2020 წლის არჩევნების შედეგების გაუქმების მიზნით, კაპიტოლიუმში „შეიარაღებული ბრბო გაგზავნა“.

„ჩვენ ვიცით, ვინ არის დონალდ ტრამპი - ეს არის ადამიანი, რომელიც არასტაბილურია, შურისძიებით არის შეპყრობილი, წყენით არის სავსე და შეუზღუდავ ძალაუფლებას ესწრაფვის. ტრამპი, ათი წელია, ცდილობს, ამერიკელი ხალხი გაყოფილი ჰყავდეს. აი, ვინ არის ის, მაგრამ აშშ, მე აქ ვარ დღეს, რომ გითხრათ: ეს არ ვართ ჩვენ“,- თქვა ჰარისმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics