20:13 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 18:58:33, 401 ნახვა

პოლიტიკა
უილსონი - ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და მათ ხმას პატივს სცემს

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე და MEGOBARI აქტის თანაავტორი, ჯო უილსონი საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. 

როგორც უილსონის განცხადებაშია აღნიშნული, მას საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები აწუხებს.

"მე მაწუხებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში სისტემატური დარღვევების სარწმუნო ბრალდებები. ასევე, შეშფოთებული ვარ რუსეთის კარგად დოკუმენტირებული მცდელობებით, ხელი შეუშალოს არჩევნებს. როგორც ასეთი, მოვუწოდებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, ყურადღებით შეისწავლოს თაღლითობის ბრალდებები და თუ დადგინდება, რომ ეს ასეა, გააკეთოს მკაფიო განცხადება ამის შესახებ. 

ჩვენი MEGOBARI აქტი შეეცდება, დასაჯოს ისინი, ვინც ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში და მხარს უჭერს საქართველოს ხალხს თავისუფლებისა და სუვერენიტეტის განმტკიცებისკენ სწრაფვაში. ქართველი ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც უსმენს და პატივს სცემს მათ ხმას",- აღნიშნულია განცხადებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics