20:12 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 13:01:22, 283 ნახვა

პოლიტიკა
მაღლაფერიძე - არჩევნების შედეგების არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას

"პირველი არხის" სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში 2024 წლის 26 ოქტომბრის  საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ  საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან, კონსტიტუციის ფარგლებში დარჩნენ და პატივი სცენ ერთმანეთის არჩევანს. 

როგორც მან აღნიშნა, არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები. 

"1. საქართველოში ჩატარდა არჩევნები, რომელიც სამაგალითოა მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის.

2. მიუხედავად ქვეყნის გარედან და შიგნიდან წინასწარ გამოთქმული ძალიან არაკორექტული ვარაუდებისა, საქართველომ აჩვენა, რომ აქვს მყარი საარჩევნო სისტემა, რომელიც გაყალბებას არ ექვემდებარება.

3. საერთაშორისო დამკვირვებლები აცხადებდნენ, რომ არჩევნები მიმდინარეობდა მშვიდ და სამართლიან გარემოში.

4. პარლამენტის შედეგები გამოაცხადა საქართველოს ცესკომ, ერთადერთმა ორგანომ ვისაც ამისი უფლება აქვს.

5. არჩევნების შედეგები სავალდებულო ფაქტად უნდა მიიღოს ყველამ როგორც შიგნით, ისე - გარეთ, ვინც საქართველოს კონსტიტუციას ცნობს და საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებს.

6. ვინც ამ შედეგებს არ ეთანხმება, შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოში და მხოლოდ სასამართლოში.

7. საქართველოს მოსახლეობამ, კონსტიტუციაზე დაყრდნობით, გამოხატა თავისი ნება და არჩევნების მეშვეობით პარლამენტში შეიყვანა ხუთი პოლიტიკური პარტია, რომლებიც, ასევე, კონსტიტუციიდან გამომდინარე არიან შექმნილები. ქვეყანა გადავიდა პროცედურული დემოკრატიის ფაზაში. 

8. არჩევნების შედეგების არცნობა ან არცნობისკენ მოწოდება-წაქეზება, საიდანაც და ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს, ნიშნავს კონსტიტუციის ფარგლებიდან გასვლას და სახელმწიფო გადატრიალებისკენ მოწოდებას და თუ ასეთი მოხდება, შესაბამისმა ორგანოებმა მეყსეულად უნდა მიიღონ კანონით გათვალისწინებული ზომები.

9. საქართველოში ჩატარდა არჩევნები და საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი ვართ, კონსტიტუციის ფარგლებში დავრჩეთ და პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს",- წერს მაღლაფერიძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics