21:29 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-27 12:49:39, 358 ნახვა

პოლიტიკა
კარასინი - საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა

საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა,- ასე ეხმაურება რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

როგორც კარასინი სოციალურ ქსელ X-ზე წერს, “მაღალი აქტივობა, დაახლოებით, 58%, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელია“.

“თბილისიდან შემოსული ინფორმაციით, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მაღალი აქტივობა, დაახლოებით, 58%, არის სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი მაჩვენებელი. ხმების თითქმის 53%, რაც მმართველმა “ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ისევე, როგორც ოთხი ოპოზიციური პარტიის პარლამენტში შესვლა, ქვეყნის შიდა პოლიტიკაში აქტიურ პერიოდს გვპირდება. ვიმედოვნებთ, რომ ეს მოხდება პროგნოზირებად და ცივილიზებულად. ამით დაინტერესებულია არა მარტო საქართველო, არამედ მთელი კავკასიის რეგიონი“,- წერს კარასინი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics