|
2024-10-24 19:28:00, 512 ნახვა
მსოფლიო
გუტერეში - ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით - გვჭირდება მშვიდობა ლიბანში, უკრაინასა და სუდანში
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ყაზანში, BRICS-ის სამიტის ფარგლებში გამართული გაფართოებული შეხვედრის მონაწილეებს მიმართა. როგორც გუტერეშმა აღნიშნა, მსოფლიოს სჭირდება მშვიდობა ღაზაში, ლიბანში, უკრაინასა და სუდანში. "ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტით, ყველა მძევლის უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებით, ჰუმანიტარული საჭიროებების შეუფერხებლად დაკმაყოფილებით. ჩვენ უნდა მივაღწიოთ შეუქცევად პროგრესს ოკუპაციის დასასრულებლად და ორ სახელმწიფოზე დაფუძნებულ გამოსავალს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტით. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა უკრაინაში, სამართლიანი მშვიდობა გაერო-ს წესდების, საერთაშორისო სამართლისა და გენერალური ასამბლეის რეზოლუციების შესაბამისად. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა სუდანში, რომ ყველა მხარემ დაადუმოს იარაღი და მხარი დაუჭიროს გრძელვადიან მშვიდობას",- განაცხადა ანტონო გუტერეშმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)