|
2024-10-23 19:05:02, 453 ნახვა
მსოფლიო
სი ძინპინი - უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ უკრაინის კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია,- ამის შესახებ რუსეთის ქალაქ ყაზანში, BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა. სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და ბრაზილიამ, გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, წარადგინეს ინიციატივა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მეგობართა სამშვიდობო ჯგუფის შექმნის შესახებ. "უკრაინის კრიზისი გრძელდება. ჩინეთმა და ბრაზილიამ, გლობალური სამხრეთის სხვა ქვეყნებთან ერთად, წარადგინეს ინიციატივა უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით მეგობართა სამშვიდობო ჯგუფის შექმნის შესახებ. ჯგუფის მიზანია, მოიზიდოს მეტი ხმა, რომელიც მხარს უჭერს მშვიდობას. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, კონფლიქტი არ გავრცელდეს, არ მოხდეს საბრძოლო მოქმედებების ესკალაცია და ყველა მხარემ თავიდან აიცილოს ცეცხლის გაღვივება. ამ სამი პრინციპის მიზანია სიტუაციის სწრაფი დეესკალაციის ხელშეწყობა",- განაცხადა სი ძინპინმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)