|
2024-10-23 17:17:34, 384 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი კონცეპტი“ და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამას იწყებს
"თიბისი კონცეპტი" ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე "გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი", რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდება. გუნდური ქოუჩინგის სრული სასწავლო კურსი შედგება სამი მოდულისგან. პირველი მოდული, „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“ ეფუძნება გუნდის განვითარების დინამიკის და გუნდურობის შესახებ ცოდნას, საუკეთესო პრაქტიკას და მიდგომებს. კურსის მიზანია მონაწილეები დაეუფლონ გუნდური ქოუჩის კომპეტენციებს, გააცნობიერონ გუნდებთან მუშაობის პროცესი, მიიღონ ცოდნა გუნდური ქოუჩინგის ფორმატის შესახებ და გამოიყენონ ეს ცოდნა და ინსტრუმენტები პრაქტიკაში. ტრენინგი მიმდინარეობს ინტენსიურ ფორმატში და ეფუძნება პრაქტიკულ მუშაობას. კურსი აკრედიტებულია EMCC-სა და ICF-ის მიერ. ტრენინგი განკუთვნილია ბიზნეს ლიდერებისთვის, გუნდის ლიდერებისთვის, მიმართულების ხელმძღვანელებისთვის, ფასილიტატორებისთვის, ტრენერებისთვის, ქოუჩებისთვის, HR ლიდერებისთვის და პროფესიონალებისთვის, ვისი მიზანია გუნდებთან მუშაობა, გუნდების მხარდაჭერა და ამ გზით ბიზნესის ზრდა და განვითარება. ქოუჩის კომპეტენციების ცოდნა ამ მოდულზე არ მოითხოვება. "თიბისი კონცეპტის" მომხმარებლებისთვის კურსზე დასასწრებად მოქმედებს 12%-იანი ფასდაკლება. დასარეგისტრირებლად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბმულზე.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)