|
2024-10-23 13:42:14, 432 ნახვა
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 24-26 ოქტომბერს - გარემოს ეროვნული საგენტო ინფორმაციას ავრცელებს
გარემოს ეროვული სააგენტო 24-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 24 ოქტომბერს სითბოს ფონზე დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში კი შედარებით თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 25 ოქტომბერს, დღის მეორე ნახევრიდან 27 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. "თბილისში 24-25 ოქტომბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 24 ოქტომბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება. დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3, +8 გრადუსი დაფიქსირდება. ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება. კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +11, +16 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +13 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 24 ოქტომბერს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 25-26 ოქტომბერს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)