02:33 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-26 10:28:42, 404 ნახვა

პოლიტიკა
კომუნალური ვაუჩერებისთვის გამოყოფილი თანხა შესაძლოა შემცირდეს

თბილისის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებს საკრებულოს სხდომაზე დღეს განიხილავენ. ცვლილებები კომუნალურ ვაუჩერებს შეეხება და გამოყოფილი 45 მილიონი ლარის 13 მილიონზე მეტით შემცირებას გულისხმობს.

როგოროც საპარლამენტო უმრავლესობა განმარტავს, გამოთავისუფლებული თანხა ჯანდაცვის პროექტებს მოხმარდება. ოპოზიციას კი მიაჩნია, რომ ამით დახმარების გარეშე 290 ათასამდე ოჯახი დარჩება.

ოპოზიცია სხდომაზე საქალაქო სამსახურების გაერთიანებისა და სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის ცენტრის გაუქმების საკითხსაც დააყენებს. ისინი კვლავ თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე საუბრობენ, უმრავლესობა კი განმარტავს, რომ დაზოგილი თანხა საგზაო ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი აცხადებს, რომ თუ ირანთან შეთანხმებას 60 დღეში ვერ მიაღწევენ, აშშ დაბომბვას დაუბრუნდება
საქართველოს რკინიგზის საქმეზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ
ნანუკა ჟორჟოლიანი არ გამორიცხავს, ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის იბრძოლოს
გოგა ხაინდრავამ ფორმულას უჩივლა, პროკურატურამ გამოძიება ცრუ დასმენის მუხლით დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics