|
2024-10-22 13:08:20, 364 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, თბილისში თვალჭრელიძის ქუჩაზე, დევნილი ოჯახებისთვის ახალი კორპუსების სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. პროექტის მიხედვით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის 11 კორპუსში 2400 დევნილი ოჯახი, სრულად გარემონტებულ ბინებს 2025 წლის ბოლომდე, ეტაპობრივად მიიღებს. ამ დროისთვის, მშენებლობა დასრულებულია და შიდა სარემონტო სამუშაოები დაწყებულია 3 კორპუსში. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია გარე ინფრასტრუქტურის - სკვერების, ბავშვთა გასართობი და სპორტული მოედნების კეთილმოწყობაც. "იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ახალი კორპუსების მშენებლობა, ერთდროულად, საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს. დევნილთა საცხოვრებელ კომპლექსში მიმდინარე სამუშაოები მინისტრის მოადგილე გიორგი ცაგარეიშვილმა, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ზურაბ უტიაშვილმა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ მოინახულეს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)