11:34 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-21 12:47:08, 327 ნახვა

საზოგადოება
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი მომსახურება დანერგა

მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, სახელმწიფო დაფინანსებით, “შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო - საკონსულტაციო მომსახურება“ (ე.წ. დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი) ამოქმედდა, რომელიც “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დაინერგა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ერთ-ერთი ასეთი ცენტრის საქმიანობას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირინე წაქაძე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი რუსუდან კოხოძე ადგილზე გაეცნენ.

“მინისტრის მოადგილის განცხადებით, მსგავსი ცენტრების მუშაობა ხელს შეუწყობს შშმ პირთა დამოუკიდებელ ცხოვრებას და საზოგადოებაში სრულყოფილ ინტეგრაციას.

ცენტრების მუშაობის სტანდარტიზაციის მიზნით, 2023 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, დამტკიცდა “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის მომსახურების მინიმალური სტანდარტები“, ხოლო 2024 წლის ოქტომბრიდან მომსახურება სახელმწიფო პროგრამის ნაწილი გახდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics