18:43 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-18 13:28:47, 423 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული საქონელი აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში "სადახლო-საავტომობილო" სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, კერძოდ, საბაჟო კონტროლის ფარგლებში, მებაჟე ოფიცრებმა რისკების მონაცემთა ბაზების საფუძველზე, სომხეთის რესპუბლიკიდან მომავალი სატრანსპორტო საშუალების, რენტგენო ინსპექტირების სისტემებით, დეტალურად დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული, შვედური წარმოების 5 620 კოლოფი საღეჭი თამბაქო აღმოაჩინეს.

"უცხო ქვეყნის მოქალაქეს აღნიშნული საქონელი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბარგო ნაწილში, სპეციალურად მოწყობილ სამალავში ჰქონდა განთავსებული და უფლებამოსილი პირის მიერ  ზეპირი გამოკითხვისას, მან არადეკლარირებული საქონლის შესახებ ინფორმაცია უარყო.

აღსანიშნავია, რომ შეფუთულ საქონელზე, ქართულ ენაზე, არ იყო დატანილი სავალდებულო მითითებას დაქვემდებარებული სამედიცინო გაფრთხილებები.  ამასთან, არადეკლარირებული თამბაქოს ნაწარმი აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას ითვალისწინებს.

კანონდამრღვევი მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.

დამატებითი ინფორმაცია შეფუთვაზე მისათითებელი სამედიცინო გაფრთხილებებისა და მათი დატანის წესის შესახებ, ასევე სრული ინფორმაცია სასაქონლო კოდების, მათ მიმართ სავალდებულო რეგულაციების/განაკვეთების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:

https://infohub.rs.ge/ka/workspace/document/800cbef0-32bf-4f06-94fe-8afd2bf144a0?openFromSearch=true

https://rs.ge/CommodityCodes?cat=2&tab=1",- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics