|
2024-10-17 17:50:12, 441 ნახვა
მსოფლიო
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა
დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, 18 რუსული ნავთობტანკერისა და 4 თხევადი ბუნებრივი აირის ტანკერის წინააღმდეგ დაწესდა სანქციები, რაც ყველაზე მსხვილი სანქცია პუტინის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ. "ჩრდილოვანი ფლოტი“ მიისწრაფვის სანქციებისთვის ძირის გამოთხრისკენ და წარმოადგენს აშკარა და რეალურ საფრთხეს. ეს არის ეკოლოგიური რისკები, როგორიცაა ნავთობის ჩაღვრა უსაფრთხოების ძირითადი სტანდარტების უხეში დარღვევის შედეგად, ასევე მსოფლიო ვაჭრობის უსაფრთხოებისთვის არსებული რისკები“,- ნათქვამია განცხადებაში. 18 ხომალდს აეკრძალა დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და ბრიტანეთის წამყვან საზღვაო სერვისებზე წვდომა მთელს მსოფლიოში. სანქციებს დაქვემდებარებული ნავთობტანკერების საერთო რაოდენობამ 43-ს მიაღწია. აღსანიშნავია, რომ "ჩრდილოვანი ფლოტი" გულისხმობს გემებს, რომლებიც გვერდს უვლიან რუსეთის ნავთობსა და ნავთობპროდუქტებზე დაწესებულ სანქციებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)