13:17 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-17 12:58:46, 311 ნახვა

საზოგადოება
დავითაშვილი - ყველაზე მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვებათ ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყნებს, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი

"ჩვენთვის ახალი არ არის ის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გვესმის, სამწუხაროდ,  ხშირ შემთხვევაში, სუბიექტურად ხდება  პროცესების შეფასება, რომელიც, რა თქმა უნდა, არ არის კარგი, რადგან ვართ საარჩევნო პროცესში და ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, ყველაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა მოეთხოვება ყველა ჩვენს პარტნიორ და მეგობარ ქვეყანას, იმიტომ, რომ მაქსიმალურად ტრანსფარენტული და ობიექტური იყოს ჩვენი საარჩევნო პროცესი",-- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებს უპასუხა დასმულ შეკითხვაზე, რომელიც  ლიეტუვის პრეზიდენტის განცხადების შეფასებას ეხებოდა.

პირველი ვიცე-პრემიერის თქმით, სხვა შეფასება, ამ ეტაპზე, ზედმეტია.

"არჩევნების ჩატარებამდე დაგვრჩა ათ დღეზე ნაკლები დრო,  შესაბამისად, მოსახლეობას უნდა მივცეთ საშუალება, ობიექტურად, ზეწოლის გარეშე მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა და გააკეთონ სწორი არჩევანი",- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics