|
2024-10-15 13:20:07, 537 ნახვა
ეკონომიკა
ფილიპ ბონე - საქართველო რეგიონი გამოირჩევა სტაბილურობით, ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით
"საქართველოში ძალიან სერიოზული მიზნები გვაქვს. რამდენიმე მსხვილი ინვესტიცია უკვე განვახორციელეთ, ასევე, ვგეგმავთ 15 ობიექტის გახსნას თქვენს ქვეყანაში, რომლებიც ამჟამად დაპროექტების, ან მშენებლობის ეტაპებზეა. მიგვაჩნია, რომ საქართველოში საუკეთესო ბიზნეს გარემოა, რომელმაც გადაგვაწყვეტინა თქვენს ქვეყანაში ინვესტირება. გარდა ამისა, საქართველო რეგიონში გამოირჩევა სტაბილურობით, მაღალი ეკონომიკური ზრდით და რაც მთავარია, ტურისტულ სექტორში ინვესტიციების მზარდი დინამიკით," - განაცხადა Accor-ის დეველოპმენტის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტი ფილიპ ბონემ, რომელიც აჭარის რეგიონში, ციხისძირში Accor-ის ჯგუფში შემავალი ხუთვასკვლავიანი ბრენდის Pullman-ის ბრენდული სასტუმროსა და რეზიდენციების მშენებლობის კაფსულის ჩაგდების ცერემონიას დაესწრო. ფილიპ ბონეს შეფასებით, საქართველოს ტურისტულ სექტორში უცხოური ინვესტიციების შემოსვლას ხელს უწყობს მთავრობის თანმიმდევრული და წარმატებული პოლიტიკა, რომელიც, ერთი მხრივ, მიმართულია ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციისკენ, მეორე მხრივ კი, ხელს უწყობს როგორც არსებული, ისე ახალი ტურისტული მიზიდულობის ცენტრების შექმნას. "ჩვენთვისაც დიდი აღმოჩენა იყო ბათუმთან ახლოს ისეთი მშვენიერი რეკრეაციული ადგილის არსებობა, სადაც მთისა და ზღვის ჰაერი ასე ორგანულადაა ერთმანეთთან შერწყმული. ეს არის იდეალური ადგილი დასასვენებლად და მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ასეთ გამორჩეულ პროექტში მონაწილეობა,"- აღნიშნა ფილიპ ბონემ. "საქართველო Accor-ის ჯგუფის სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ პროექტები, რომლებსაც თქვენს ქვეყანაში სამომავლოდ განვახორციელებთ, იქნება წარმატებული და ხელს შეუწყობს თქვენი ქვეყნის პოპულარიზებას და მეტ ცნობადობას ევროპის, ამერიკისა და სხვა მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე,"- განაცხადა Accor-ის დეველოპმენტის რეგიონალური ვიცე-პრეზიდენტმა. Accor-ი სტუმართმასპინძლობის სექტორის ყველაზე მსხვილი წარმომადგენელია ევროპაში და მოხარული ვართ, ვიყოთ თქვენი ქვეყნის პარტნიორები, განსაკუთრებით, პრემიუმ-კლასის ტურიზმის განვითარების პროცესში," - აღნიშნა ფილიპ ბონემ. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება ჩვენს პრიორიტეტებს შორის არ არის
გომის მთაზე მომხდარი ავარიის საქმეზე დაკავებულ მიკროავტობუსის მძღოლს პატიმრობა შეეფარდა
სად განახორციელებს სოლიდუსი ნაყიდი საწვავის რეალიზაციას, ჩვენთან არ თანხმდება – რესპოლი
ელენე ხოშტარია: საწვავი აფხაზეთში რუსეთის დავალებით მიაწოდეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)