|
2016-02-25 18:24:34, 1227 ნახვა
კომენტარი
სერგეენკო სახალხო დამცველს მოუწოდებს, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფუნქციასთან დაკავშირებით, დეტალებში უფრო ღრმად ჩაიხედოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო სახალხო დამცველ უჩა ნანუაშვილს მოუწოდებს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ფუნქციასთან დაკავშირებით დეტალებში უფრო ღრმად ჩაიხედოს. სერგეენკოს თქმით, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების, ან რაიმე სხვა სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შრომით დავებს შეეხება. მისივე განმარტებით, სამმხრივი კომისია უკვე შეიკრიბა შარშან და გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც, ჯანდაცვის მინისტრს მედიაცია დაევალა: „სახალხო დამცველის პოზიცია არის სახალხო დამცველის პოზიცია, რომელიც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ აღარ მახსოვს მერამდენე მოწოდებაა, რომ უფრო ღრმად ჩაიხედოს დეტალებში და პროცესებში. კერძოდ, სამმხრივი კომისიის ფუნქცია არის არა კონკრეტული შრომითი დავების, ან რაიმე სხვა სახის დავების განხილვა, არამედ პოლიტიკური და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც შრომით დავებს შეეხება. ეს არის პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანო, რომელიც უკვე შეიკრიბა შარშან და გამოიტანა თავისი დადგენილება, რომლის მიხედვითაც ჯანდაცვის მინისტრს დაევალა მედიაცია. ხაზს ვუსვამ, სამმხრივი კომისიის ფუქნცია არ არის კონკრეტული შრომითი დავების განხილვა, ეს არის პოლიტიკის და სტრატეგიის შემმუშავებელი, ასე ვთქვათ, საბჭო და არა კონკრეტული შრომითი დავების განმხილველი. ჯანდაცვის მინისტრი უკვე აქტიურადაა ჩართული, მონაწილეობს ამ პროცესში და ეს მონაწილეობა გამოიხატება კანონით დაგდგენილი ნირმების აღსრულებაში, როდესაც იქ მივლინებული არიან ჩვენს მიერ შერჩეულია ადამიანები“,-განაცხადა დავით სერგეენკომ. შეგახსენებთ, მეშახტეთა პრობლემებთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ უფრო მეტი ყურადღება მიაქციოს ამ პრობლემას. მისივე თქმით, აუცილებელია, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისია ამოქმედდეს.
დეკანოზი ანდრია პოლიტპატიმრების შეწყალებაზე: კვლავ დავაყენებთ საკითხს და ვისაუბრებთ ამაზე ხელისუფლებასთან
მეუფე ილარიონი ვარაუდობს, რომ შიო III სინდისის პატიმრები გათავისუფლების საკითხს დააყენებს
პატრიარქ შიო III-ის აღსაყდრება დაიწყო - ცერემონიალს ბიძინა ივანიშვილიც ესწრება
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)